воскресенье, 25 июля 2010 г.

მე 19 საუკუნის რუსი მწერლები საქართველოში

1.პროექტის სახელი: მე 19 საუკუნის რუსი მწერლები საქართველოში.

2.პროექტის მოკლე ღწერა: პროექტი მიზნად ისახავს გააცნოს ბავშვებს გამოჩენილი რუსი მწერლების საქართველოში მოგზაურობის შესახებ,მათ მიერ საქართველოსადმი გამოვლენილი სიყვარული, აღფრთოვანება საქართველოს ბუნებით. ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით და სილამაზით მოხიბვლა.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან გრიბოედოვის, პუშკინის, ლერმონტოვის,გორკის და სხვა გამოჩენილი რუსი მწერლების მიერ საქართველოსადმი მიძღვნილ, მათ მიერ საქართველოში შექმნილ და გამოქვეყნებულ მასალებს; ნინო ჭავჭავაძის და ალექსანდრე გრიბოედოვის საოცარი სიყვარულის ისტორიას, მათდამი მიძღვნილი ქარველი მწერლების მიერ შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს. მოიძიებენ მხატვრულ ლიტერატურას, წარმოადგენენ ინტერნეტში მოძიებულ ფოტომასალას მე 19 საუკუნის გამოჩენილი რუსი მწერლების ცხოვრებიდან. აგრეთვე მოვაწყობთ ექსკურსიას მთაწმინდის პანთეონში,სადაც დასაფლავებული არიან ნინო ჭავჭავაზე და ალექსანდრე გრიბოედოვი. ამასთაანავე მოვინახულებთ გამოჩენილი ქართველ მოგვაწეთა საფლავებს.

4.მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი.

5.ვადები/ხანგრძლივობა:2010

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ისტის გამოყენებით რუსი მწარლებისა და პოეტების ცხოვრების ამსახველი მასალების მოძიება. საგაზეთო და ძველი საპროგრამო მასალის მონახვა. ქართველი პოეტების შემოქმედებაში მათდამი მიძღვნილი ნაწარმოებების ჩართვა პროექტში.მასალიას ორგანიზებულ თარგმანზე მუშაობა.ისტით მასალის მოძიება.

7.მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები გაეცნობიან გამოჩენილი რუსი მწერლების ცხოვრებას. ისწავლიან ახალ სიტყვებს. შეძლებენ დაინახონ უანგარო, უწმინდესი სიყვარულის ძალა და ერთგულების ფასი.მოსწავლეთა ინტერესს მორგებული მხატვრული ღონისძიება.თემასთან შესაბამისი რუსულ–ქარტული ლექსიკონის შექმნა.

8.სამუშაო ენა:რუსული

9.საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ძირითადი კავშირი ექნება ისტორიასთან და ქართულ ლიტერატურასთან. კავშირი ექნება აგრეთვე გეოგრაფიასთან.

10.მონაწილეები სხვა სკოლიდან

11პროექტის ფასილიტატორის სახელი:ცირა შერგელაშვილი

12.პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტაc.shergelashvili@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგიhttp://cshergelashvili.blogspot.com/